ცხოველები - MEDICINA_[M]ec[N]iera

ხუთშაბათი, 2012-05-17, 1:26 AM
| RSS

MecNiera                     

მთავარი » ცხოველები

ლოსი, ცხენირემი (Alces alces), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მამალი ლოსის სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 570 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ლოსს აქვს გრძელი ფეხები, ვიწრო, წვეტიანი ჩლიქები, მოგრძო თავი, ხორციანი ზედა ტუჩი, დიდი, მოძრავი ყურები, ყელის არეში კანოვანი გამონაზარდი, რომელიც ბალნითაა დაფარული. მამლის რქები ნიჩბისებურია და გვერდებისაკენ განზიდული; დედალი ურქოა. ლოსის სხეული უხეში ბეწვითაა დაფარული.   


კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 278 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-19 | კომენტარი (1)

კალიები (Acridoidea), მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9 სმ აღწევს. აქვთ 2 წყვილი ფრთა ან სულ უფრთოები არიან. ზოგჯერ ფრთები განვითარებადაუმთავრებელია. უკანა ფეხებს სახტომათ იყენებენ. მოკლე კვერცხსადები აქვთ. კვერცხებს დებენ გროვებად, რომელიც ქაფისებრი სითხე მკვრივდება. მატლები გაზაფხულზე იჩეკება. კანს 4—7-ჯერ იცვლიან. ზეოჯახში 10000-მდე სახეობაა. კალიების მრავალი სახეობა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. საქართველოში ყველაზე მავნე სახეობებია ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum), იტალიური კალია (Caliliptamus italicus), მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus), გადამფრენი ანუ აზიური კალია (Locusta migratoria).

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 390 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-19 | კომენტარი (0)

მთის არწივი (Aquila chrysaetus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ბინადრობს ევრაზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონასა და მთიანეთში. სიგრძე 95 სმ. ფრთების შლილი 2 მ-მდე. ბუდობს ხეებსა და კლდეებზე, დედალი დებს 12 კვერცხს. მთის არწივები ქმნიან მუდმივ წყვილებს, კონსერვატიზმს იჩენენ ბუდის მიმართ, რომელიც ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს. იკვებებიან მღრღნელებით, ლეშით, კურდღლებით, ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, მწერებით. შუა აზიაში მთის არწივის მართვეს წრთვნიან და იყენებენ მელიებზე, კურდღლებზე და სხვა ცხოველებზე სანადიროდ. საქართველოში გვხვდება მთის არწივის ქვესახეობა - სამხრეთევროპული მთის არწივი — Aquila chrysaetus fulvus.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 304 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (0)


მორიელები (Scorpiones), უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.

ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. "იმპერატორი", რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ. მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.




კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 364 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (0)

ბუზები (Brachycera), მწერების ქვერიგი ორფრთიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 1-იდან 55 მმ-მდე მერყეობს. პირის ორგანო დაუნაწევრებელი ხორთუმია. თათების ბოლოზე აქვთ 2-2 მისაწოვარი, რაც გლუვ ზედაპირზე ცოცვის საშუალებას აძლევთ. ბუზების მატლი უფეხოა, ტოვებს უთავოს შთაბეჭდილებას. ზრდასრული ბუზები იკვებებიან ყვავილის ნექტარით, ცხოველის სისხლით, ხრწნადი ნივთიერებებით, ნაკელითა და სხვა. მატლები იკვებებიან ფოთლებისა და ფესვების ქსოვილებით, ხრწნადი ნივთიერებებით. პარაზიტობენ ცხოველურ ქსოვილებსა და ორგანოებში. გვხვდება როგორც მავნე, ისე სასარგებლო სახეობები. მავნე სახეობებს შორის არიან შინაური ცხოველების (იშვიათად ადამიანის) პარაზიტები, სისხლისმწოვი ბუზარები, ბაქტერიების, ჰელმინთების კვერცხების გადამტანნი, პროდუქტებისა და კულტურული მცენარეთა მავნებლები.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 473 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (1)

თახვი (Castor fiber), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. შეგუებულია წყალში და ხმელეთზე არსებობას. მისი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, წონა - 30 კგ. აქვს მასიური სხეული, შედარებით პატარა თავი, მოკლე და მსხვილი კისერი. ყურის პატარა ნიჟარები ჩაყვინთვის დროს გასწვრივ იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს. თვალებიც პატარა აქვს, კუდი - ბრტყელი, 15 სმ სიგანისა, თითქმის უბეწვო, რქოვანი ფარებით დაფარული; კიდურები - მოკლე, უკანა კიდურების თითებს შორის განიერი საცურავი აპკია.



კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 170 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (0)

წყალსაცავებში მკბენარი არსების საახლოებით 400 სახეობა ბინადრობს. მათგან, სამკურნალო მიზნით, მხოლოდ ერთი – სამედიცინო წურბელა გამოიყენება.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 925 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (3)

ორანგუტანი (მალაიური orang-utan, სიტყვასიტყვით — ტყის კაცი) (Pongo pygmaeus), ადამიანის მსგავსი მაიმუნი. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანსა და კუნძულ სუმატრაზე. მამლის სხეულის სიგრძე 130-150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არა აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 272 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (0)

შიმპანზე (Pan), ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი. მათი სხეულის სიგრძეა 150-165 სმ, მასა 45-80 კგ. წინა კიდურები უკანაზე უფრო გრძელია. შედარებით მოკლე ცერი დანარჩენ თითებს უპირისპირდება. აქვს დიდი ყურები, პატარა ცხვირი, დანაოჭებული სახე, შავი და უხეში ბეწვი. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი შიმპანზე (Pan troglodytes) და ჯუჯა შიმპანზე ანუ ბონობო (Pan paniscus). შიმპანზე გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ბინადრობს ტროპიკული წვიმის და მთის ტყეებში ზღვისდონიდან 3000 მ-მდე. ეწევა ნახევრად მეხეულ ცხოვრებას. მიწაზე დადის ოთხ ფეხზე, ეყრდნობა მთელ ტერფს, ზოგჯერ მოძრაობს ორ ფეხზეც.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 267 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (0)

გორილა (Gorilla gorilla), მაიმუნი პრიმატების რიგისა. მისი სიმაღლე 175 სმ აღწევს, ხელების შლილი 260 სმ, წონა - 135-180 კგ (ტყვეობაში 300 კგ-მდე). დედალი გაცილებით ნაკლები ზომისაა (იწონის 75-100 კგ, ტყვეობაში 126 კგ-მდე). გორილას ბალანი შავი აქვს, თხემზე წაბლისფერი, ზურგზე სიბერეში უჭაღარავდება. ტვინის ქალას მოცულობა 500-600 (ზოგისა 752) სმ3. ტვინი აგებულებით ადამიანის ტვინს უახლოვდება. ზედა კიდურები ქვედაზე გრძელია. ადამიანთან მსგავსებას ნაწილობრივ განაპირობებს ხმელეთზე ცხოვრების ნირი. გორილა გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ცხოვრობს ტროპიკულ ტყეებში ხროვებად, რომლებსაც მეთაურობენ ძლიერი მამლები. დადის ოთხ ფეხზე. იკვებება მცენარეთა ნაყოფით, კენკრით და სხვა. მაკეობა 250-290 დღე გრძელდება. ახლად დაბადებული გორილა 2 კგ-მდე იწონის. ცოცხლობს 25-30 წელი. ტყვეობას კარგად იტანს, მრავლდება. სპორტული ნადირობის შედეგად გორილა მრავალ ადგილას მოისპო, ამიტომ ყველგან იცავენ.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 501 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (0)

1 2 3 4 5 »
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
დაავადება [33]
განკურნებადი
დაავადება [10]
განუკურნებელი
ვიდეო ოპერაციები [11]
ორგანოები [31]
ბიოგრაფიები [2]
სამკურნალო მცენარეები [69]
ცხოველები [42]
შეკითხვაზე პასუხები [4]
სურათები [2]
მცენარეები [4]
მცენარეთა მოვლა [4]
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია?
სულ პასუხი: 345
BANERLINKS.TK
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
MYTOP.GE TOPS.webatu.com
Copyright MyCorp © 2012