სამკურნალო მცენარეები - MEDICINA_[M]ec[N]iera

ხუთშაბათი, 2012-05-17, 1:25 AM
| RSS

MecNiera                     

მთავარი » სამკურნალო მცენარეები

მარწყვაბალახა ხალხურ მედიცინაში კარგად ცნობილი მცენარეა. მან სახელწოდება მიიღო სიტყვებისაგან tormind (ასე უწოდებენ შუა საუკუნეებში დიზენტერიას, რომლის საწინააღმდეგოდაც იყენებდნენ მცენარეს) და potentilla "ძალა".
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 310 | დაამატა: MecNieara | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

ორყურასებრთა ოჯახის მრავალღეროიანი, 20-70 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. მოკლეყუნწიანი ძირამდე სამად გაყოფილი და თითოეული მათგანი კვლავ 2-3 ხაზურა ნაკვთიანი ფოთლები დატოტვილ ღეროებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა ძირშიაც სადგისისებრი თანაფოთლები ზის.


კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 203 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

ვარდისებრთა ოჯახში შედის. დაბალი, 10 მეტრამდე სიმაღლის ხეა, ყლორტები არც თუ იშვიათად ეკლებიანია. ტოტები გლუვი ნაცრისფერქერქიანია, ერთწლიან ყლორტებზე კი კანი მოყავისფროა. ქერქი ღეროზე მუქი ნაცრისფერია, საკმაოდ ღრმად დახეთქილი, უფრო ხშირად ღეროს ქვედა ნაწილში, 5-6 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სიგანის ელიფსური, ან მომრგვალო, წვერში წამახული და კიდეხერხკბილა, ახალგაზრდობაში ძლიერ შებუსვილი (განსაკუთრებით ქვემოდან), ხანდაზმულობაში შიშველი, ზემოდან პრიალა ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 266 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

მაგნოლია მსხვილყვავილებიანი მარადმწვნე ხეა მაგნოლიისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 30 მ-მდე, პირამიდული ვარჯით. ღერო სწორია, დიამეტრით 1-1,5 მ, გლუვი. ნაცრისფერი ან ღია რუხი ფერის ქერქით. როგორც ახალგაზრდა ღერები, ასევე ყვავილისა და ფოთლის ყუნწები დაფარულია მორუხო ხავერდისებური ბუსუსებით.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 197 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

ლოკოპოდიუმისებრთა ოჯახში შედის. ფრიად თავისებური გარეგნობის მცენარეა. მას ახასიათებს წვრილი და გრძელი ღეროები, რომელთაც ბანჯგვლიანი შესახედაობა აქვთ მრავალრიცხოვანი წვრილი და ხშირი ფოთლების გამო. ღერო მიწაზეა გართხმული თავისი მოკლე ტოტებითურთ, რომელიც გრძელ მწვანე თოკს მოგვაგონებს.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 235 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

 null

გოგრისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახია. მიწისქვეშა ნაწილი გარედან მოყვითალოა, შიგნით კი თეთრხორცოვანი. 4 მეტრამდე სიგრძის, რამდენიმე მცოცავი ღერო ამოდის ფესვის ყელიდან, რომელნიც ფოთლების იღლიებში განლაგებული მარტივი ულვაშებით, ემაგრებიან მცენარეებს და სხვა საგნებს.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 211 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

ლენცოფა ძალზე გავრცელებული სარეველაა. მისი ფართოდ გავრცელების ძირითადი მიზეზია თესლების დიდი რაოდენობა. ერთი მცენარე საშუალოდ იძლევა 10000 თესლს, ლიტერატურაში ცნობილია ისეთი ეგზემპლარებიც, რომლებშიც აღმოჩნდა 950000 თესლზე მეტი. გარდა ამისა, ლენცოფას თესლი ადვილად ვითარდება ცუდ პირობებშიც.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 253 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

კუნელის მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ და წითელ კუნელს.
კუნელი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 626 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

კულმუხო ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარული მცენარეა, მას თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ ხმარობდნენ. კულმუხოს შესახებ ცნობები გხვდება ჯერ კიდევ ჰიპოკრატესთან. ძველ საბერძნეთსა და რომში მის ფესვებს იყენებდნენ არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საჭმელშიც.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 319 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

კრაზანა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.

"როგორც ფქვილის გარეშე არ შეიძლება პურის გამოცხობა, ასევე კრაზანას გარეშე არ შეიძლება მრავალი ავადმყოფობის მკურნალობა" – ამბობდნენ ძველად მკურნალები.

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 568 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-18 | კომენტარი (0)

1 2 3 ... 6 7 »
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
დაავადება [33]
განკურნებადი
დაავადება [10]
განუკურნებელი
ვიდეო ოპერაციები [11]
ორგანოები [31]
ბიოგრაფიები [2]
სამკურნალო მცენარეები [69]
ცხოველები [42]
შეკითხვაზე პასუხები [4]
სურათები [2]
მცენარეები [4]
მცენარეთა მოვლა [4]
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია?
სულ პასუხი: 345
BANERLINKS.TK
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
MYTOP.GE TOPS.webatu.com
Copyright MyCorp © 2012