ცხოველთა გამონაყოფებს, მათ ორგანოებსა და ქსოვილებს სამკურნალოდ
უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, თუმცა ეს პროცედურები უმეტესად
რელიგიურ-მისტიკურ რიტუალებს წარმოადგენდა და არაფერი ჰქონდა საერთო
სამედიცინო მოსაზრებებთან. ჰორმონების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა
ცნობილი, რაც მე-19 საუკუნეში ფიზიოლოგებმა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები
აღმოაჩინეს. აქედან მოყოლებული, ცხოველური წარმოშობის სამკურნალო
საშუალებათა ფართო გამოყენება დაიწყო.
ლიმფური კვანძები – nodi lymphatici – იმუნური სისტემის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანოებია; ადამიანის ორგანიზმში მათი რაოდენობა 500-მდეა. ლიმფური კვანძები განლაგებულია ლიმფური ძარღვების გზაზე; ისინი ორგანიზმში ასრულებენ ბარიერულ-ფილტრაციულ ფუნქციას, მონაწილეობენ ლიმფოციტების წარმოქმნაში და ამიტომ განიხილებიან როგორც იმუნური სისტემის ორგანოები.
ძვლის ტვინი – medulla ossium წარმოადგენს მთავარ სისხლმბად ორგანოს. ახალშობილებში იგი მთლიანად ავსებს ძვლის ტვინის ღრუებს და აქვს წითელი ფერი – medulla ossium rubra. 4 – 5 წლის ასაკში ლულოვანი ძვლების დიაფიზში ძვლის წითელ ტვინს თანდათანობით ჩაენაცვლება ცხიმოვანი ქსოვილი და გარდაიქმნება ძვლის ყვითელ ტვინად – medulla ossium flava.
ბაქტერიოფაგები (ფაგები) (ბერძნ. φάγος — შთანთქმა) — ვირუსები, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ
უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის
შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიური 4000-მდე
ბაქტერიოფაგის იზოლატი. მათგან ყველაზე სრულად შესწავლილია T4
ბაქტერიოფაგი. ხშირად ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდება და მათ
ლიზისს იწვევს.
რისი ბრალია სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება, რამდენია მოზრდილი ადამიანისთვის მისი ნორმული მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე დაბალი ჰემოგლობინის შემთხვევაში?
ოსმოსი – მოვლენა, რომელიც მდგომარეობს ნაწილობრივგამტარი მემბრანით (ანუ მემბრანით, რომელიც ატარებს სითხის მოლეკულებს და არ ატარებს მასში გახსნილი ნივთიერების მოლეკულებს) გაყოფილი სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს შორის სითხის მოძრაობაში. სითხე ნაკლებად კონცენტრირებული (ჰიპოტონიური) ხსნარიდან მეტად კონცენტრირებულ (ჰიპერტონიულ) ხსნარში გადადის. ასე გრძელდება მანამ, სანამ ორივე ხსნარის კონცენტრაცია ერთმანეთს გაუტოლდება. ერთი და იმავე კონცენტრაციის ხსნარებს იზოტონური ხსნარები ეწოდება.
კუჭ-ნაწლავის ჯირკვლების, კუჭქვეშა ჯირკვლის არასაკმარისი სეკრეციის დროს ფართოდ გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სახით, რომლებიც მონაწილეობენ ცილების (პეფსინი, ტრიფსინი), ნახშირწყლების (ამილაზა), ცხიმების (ლიპაზა) მონელებაში.