მცენარეები - MEDICINA_[M]ec[N]iera

ხუთშაბათი, 2012-05-17, 1:21 AM
| RSS

MecNiera                     

მთავარი » მცენარეები

ვარდი (Rosa), მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე არწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; 

კატეგორია: მცენარეები | ნანახია: 348 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (1)

ვარდისებრნი (Rosaceae), ორლებნიან ფურცლებგანცალკევებულ მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები და ბალახებია. აქვთ თანაფოთლებიანი და მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ყვავილედებად შეკრებილი ან მარტოული ორსქესიანი, აქტინომორფიული ყვავილები, 5-5 ჯამის ფოთოლი და გვირგვინის ფურცელი. უმრავლესობას ჯამქვეშაც აქვს.

კატეგორია: მცენარეები | ნანახია: 211 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (0)

ბალი (Cerasus avium), ალუბლის გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხე ინტენსიურად იზრდება (სიმაღლე 15-20 მ-მდე), აქვს ნორიგეობით განლაგებული ტოტები და სწორი, მაღალი შტამბი. ფოთოლი მოგრძო ელიფსური ფორმისაა, ყვავილი თეთრი, ქოლგებად შეკრებილი, ნაყოფი კურკიანა - მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი).

კატეგორია: მცენარეები | ნანახია: 323 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (0)

ალუბალი (Cerasus), მერქნიანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი წვნიანია, კურკიანა. ალუბლის გვარს მიეკუთვნება აგრეთვე ბალი.

კატეგორია: მცენარეები | ნანახია: 193 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-13 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
დაავადება [33]
განკურნებადი
დაავადება [10]
განუკურნებელი
ვიდეო ოპერაციები [11]
ორგანოები [31]
ბიოგრაფიები [2]
სამკურნალო მცენარეები [69]
ცხოველები [42]
შეკითხვაზე პასუხები [4]
სურათები [2]
მცენარეები [4]
მცენარეთა მოვლა [4]
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია?
სულ პასუხი: 345
BANERLINKS.TK
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
MYTOP.GE TOPS.webatu.com
Copyright MyCorp © 2012