ლოსი - 19 აპრილში 2010 - MEDICINA_[M]ec[N]iera

ხუთშაბათი, 2012-05-17, 1:21 AM
| RSS

MecNiera                     

მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » ლოსი
0:16 AM
ლოსი

ლოსი, ცხენირემი (Alces alces), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მამალი ლოსის სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 570 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. ლოსს აქვს გრძელი ფეხები, ვიწრო, წვეტიანი ჩლიქები, მოგრძო თავი, ხორციანი ზედა ტუჩი, დიდი, მოძრავი ყურები, ყელის არეში კანოვანი გამონაზარდი, რომელიც ბალნითაა დაფარული. მამლის რქები ნიჩბისებურია და გვერდებისაკენ განზიდული; დედალი ურქოა. ლოსის სხეული უხეში ბეწვითაა დაფარული. კისრის ზედა ნაწილსა და მინდაოში ბეწვი გრძელია და ფაფარს წააგავს. ზამთრობით ლოსი ფერად მუქი მურაა, ზაფხულობით თითქმის შავი, ფეხები თეთრი აქვს. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის ტყის ზონაში. იჭრება ტყე-ტუნდრაში, ტყე-ველსა და ველებზე. იკვებება ხის ყლორტებით, ქერქით, ბალახეულით, ხავსით, სოკოებით და სხვა. გვხვდება ერთეულებად ან ქმნის 5-8 (ზოგჯერ 20-მდე) სულისაგან შემდგარ ჯგუფებს. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. შობს 1-2 ნაშიერს. ძვირფასი სარეწაო ცხოველია (იყენებენ ხორცს, ტყავს).


კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 278 | დაამატა: MecNiera | ტეგები: ლოსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 მარი   (2011-02-14 10:18 AM)
საყვარელი ლოსიიიიიიიიი)))))))

სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
დაავადება [33]
განკურნებადი
დაავადება [10]
განუკურნებელი
ვიდეო ოპერაციები [11]
ორგანოები [31]
ბიოგრაფიები [2]
სამკურნალო მცენარეები [69]
ცხოველები [42]
შეკითხვაზე პასუხები [4]
სურათები [2]
მცენარეები [4]
მცენარეთა მოვლა [4]
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია?
სულ პასუხი: 345
BANERLINKS.TK
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
MYTOP.GE TOPS.webatu.com
Copyright MyCorp © 2012

Free site builder - uCoz