დაავადება - MEDICINA_[M]ec[N]iera

ხუთშაბათი, 2012-05-17, 1:20 AM
| RSS

MecNiera                     

მთავარი » დაავადება

ტროფიკული წყლულების 5% შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული წყლულების წილად მოდის. დიაბეტური წყლული სხვა ტროფიკული წყლულებისგან იმით განსხვავდება, რომ რამხელაც არ უნდა იყოს, არასოდეს აყენებს ავადმყოფს ტკივილსა და ტანჯვას. მიზეზი ის გახლავთ, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს, ნერვული დაბოლოებების დაზიანებისა და კვდომის (დიაბეტური ნეიროპათიის) გამო, ტკივილის შეგრძნება სუსტდება, განსაზღვრულ სტადიაში კი სრულიად ქრება.

კატეგორია: დაავადება | ნანახია: 596 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-24 | კომენტარი (2)

ამით სამი დაავადება გამოირჩევა - შიდსი, ცოფის თავის ტვინის ფორმა და შავი ჭირი. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) გადამდები ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), ადამიანის იმუნური სისტემის დათრგუნვას იწვევს. იგი უტევს იმუნურ სისტემას და ადამიანს სხვა ინფექციების წინაშე დაუცველს ტოვებს. შიდსი აივ ინფექციის გვიანი სტადიაა. ცოფიც ვირუსული ინფექციაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. ის ადამიანს ცოფიანი ცხოველის ნაკბენით გადაეცემა. ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა გარეული ცხოველების (ენოტი, მელია, ღამურა) წილად მოდის.
კატეგორია: დაავადება | ნანახია: 232 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-14 | კომენტარი (0)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1998-1999 წლებში (მონაცემები მოძველებული არ გახლავთ, რადგან ასეთი სტატისტიკა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ იქმნება) მსოფლიოში ყველაზე ხშირად (45-ჯერ) ქოლერის ინფექციის აფეთქება მოხდა. მეორე ადგილზე დგას პოტენციურად საშიში ზურგის ტვინის მენინგოკოკცემიური ინფექცია - 29 რეგისტრირებული აფეთქება.


კატეგორია: დაავადება | ნანახია: 190 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-14 | კომენტარი (0)

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა 1994 წელს ამ დაავადებას "ორგანიზმის მშთანთქმელი ცეცხლი" უწოდეს. მანეკროზირებელი ფასცილიტი - ასე ჰქვია მედიცინის ენაზე ამ იშვიათ და სასიკვდილო საფრთხის შემცველ სენს. დაავადება პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. მას იწვევს განსაზღვრული სახის ბაქტერია, რომელიც თავდაპირველად ცოცხალი ქსოვილის კანქვეშა მიდამოს უტევს და მის განგრენას აჩენს. ამ უკანასკნელისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სხეულის დასნებოვნებული და დაზიანებული ადგილის ქირურგიული წესით მოცილება. უშუალოდ მანეკროზირებელი ფასცილიტით გამოწვეული სიკვდილიანობა 15%-ს არ აღემატება, მაგრამ სტრეპტოკოკული ტოქსიკური სინდრომისა და შოკის (ძლიერი ტკივილით და ციებ-ცხელებით) დართვისას (სამწუხაროდ, დაავადება უმეტესად სწორედ ასე მიმდინარეობს) ლეტალური შედეგი 70%-ს აღწევს.
კატეგორია: დაავადება | ნანახია: 188 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-14 | კომენტარი (0)

ასეთი გახლავთ დენგე, ვირუსული დაავადება, რომელიც მოსკიტს გადააქვს. მისი გაცილებით მძიმე ვარიანტია დენგეს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც შესაძლოა ყველაზე გავრცელებული მორეციდივე დაავადებაც იყოს. 1998 წელს აღირიცხა დენგეს დაავადების 1,2 მილიონი შემთხვევა. 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კატეგორია: დაავადება | ნანახია: 186 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-14 | კომენტარი (0)

კანის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გავრცელებული ნაირსახეობაა. მის წილად მოდის ავთვისებიანი სიმსივნეების 5%. დაავადება თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესში, უპირატესად 50 წლის შემდეგ გვხვდება და, ჩვეულებრივ, სხეულის ღია უბნებზე ვითარდება. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე (ცხვირის ზურგი და გვერდები, თვალის კუთხეები, შუბლი) და იღლიის მიდამოში, შედარებით იშვიათად აზიანებს ტერფს, მუხლს ან მტევანს.

კატეგორია: დაავადება | ნანახია: 423 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-03-15 | კომენტარი (0)

ორგანიზმის ენერგეტიკული მომარაგების ყველაზე მეტი წილი საკვების ნახშირწყლებზე მოდის. ესენია შაქრები და სახამებელი, რომელსაც შეიცავს პურეული, ბურღულეული და ტკბილეული. მიღებული ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავში იშლება და ბოლოს მონოსაქარიდგლუკოზად გარდაიქმნება. სწორედ გლუკოზის სახით ხდება ნახშირწყლების ათვისება კუნთებსა და ორგანოებში, სადაც მიმდინარეობს ენერგეტიკული პროცესები. იმისათვის, რომ კუნთმა და სხვა ქსოვილმა სისხლიდან გლუკოზა შეითვისოს, საჭიროა ინსულინი. ინსულინს გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი.

კატეგორია: დაავადება | ნანახია: 400 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-03-15 | კომენტარი (0)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით A(H1N1), რომელიც გავრცელდა ადამიანებს შორის და გამოიწვია 2009 წლის ეპიდემია, არის გრიპის A ტიპის H1N1 შტამის აქამდე უცნობი ვერსია. ამ ახალი შტამის თავისებურება ისაა, რომ იგი შეიცავს ადამიანთა შორის სეზონურად გრიპის აფეთქებების გამომწვევი H1N1 შტამისა და ფრინველის გრიპის გამომწვევი A ტიპის H5N1 შტამის მსგავს გენეტიკურ მასალას

კატეგორია: დაავადება | ნანახია: 257 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-03-15 | კომენტარი (0)

ქათმის ანუ ფრინველის გრიპი ფრინველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც A ტიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი შტამი იწვევს. მან პირველად საუკუნის წინათ იტალიაში იჩინა თავი, დღეს კი უკვე ყველგან გვხვდება.
კატეგორია: დაავადება | ნანახია: 1910 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-03-15 | კომენტარი (24)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში ყოველწლიურად კიბოთი საშუალოს ავადდება 10 000000, და ამავე მიზეზით ყოველწლუირად დაახლოებით 6 000000 ადამიანი.

კატეგორია: დაავადება | ნანახია: 346 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-03-14 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
დაავადება [33]
განკურნებადი
დაავადება [10]
განუკურნებელი
ვიდეო ოპერაციები [11]
ორგანოები [31]
ბიოგრაფიები [2]
სამკურნალო მცენარეები [69]
ცხოველები [42]
შეკითხვაზე პასუხები [4]
სურათები [2]
მცენარეები [4]
მცენარეთა მოვლა [4]
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია?
სულ პასუხი: 345
BANERLINKS.TK
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
MYTOP.GE TOPS.webatu.com
Copyright MyCorp © 2012