მასალის არქივი - MEDICINA_[M]ec[N]iera

ხუთშაბათი, 2012-05-17, 1:20 AM
| RSS

MecNiera                     

მთავარი » მასალის არქივი

რომ ნახოთ ეს პოსტი დააჩირეთ ამ პოსტის სათაურს!!!!!!!!!!! + ამას ამავე ფრინველის ინფორმაცია რომ ნახოთ  დააწკაპუნეთ ამავე პოსტის პირვე (მთავარ სურათს)

კატეგორია: სურათები | ნანახია: 2037 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (4)

მთის არწივი (Aquila chrysaetus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ბინადრობს ევრაზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონასა და მთიანეთში. სიგრძე 95 სმ. ფრთების შლილი 2 მ-მდე. ბუდობს ხეებსა და კლდეებზე, დედალი დებს 12 კვერცხს. მთის არწივები ქმნიან მუდმივ წყვილებს, კონსერვატიზმს იჩენენ ბუდის მიმართ, რომელიც ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს. იკვებებიან მღრღნელებით, ლეშით, კურდღლებით, ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, მწერებით. შუა აზიაში მთის არწივის მართვეს წრთვნიან და იყენებენ მელიებზე, კურდღლებზე და სხვა ცხოველებზე სანადიროდ. საქართველოში გვხვდება მთის არწივის ქვესახეობა - სამხრეთევროპული მთის არწივი — Aquila chrysaetus fulvus.

კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 304 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (0)

ლიმფური კვანძები – nodi lymphatici – იმუნური სისტემის ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანოებია; ადამიანის ორგანიზმში მათი რაოდენობა 500-მდეა. ლიმფური კვანძები განლაგებულია ლიმფური ძარღვების გზაზე; ისინი ორგანიზმში ასრულებენ ბარიერულ-ფილტრაციულ ფუნქციას, მონაწილეობენ ლიმფოციტების წარმოქმნაში და ამიტომ განიხილებიან როგორც იმუნური სისტემის ორგანოები.

კატეგორია: ორგანოები | ნანახია: 403 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (2)

ძვლის ტვინი – medulla ossium წარმოადგენს მთავარ სისხლმბად ორგანოს. ახალშობილებში იგი მთლიანად ავსებს ძვლის ტვინის ღრუებს და აქვს წითელი ფერი – medulla ossium rubra. 4 – 5 წლის ასაკში ლულოვანი ძვლების დიაფიზში ძვლის წითელ ტვინს თანდათანობით ჩაენაცვლება ცხიმოვანი ქსოვილი და გარდაიქმნება ძვლის ყვითელ ტვინად – medulla ossium flava.

კატეგორია: ორგანოები | ნანახია: 310 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (2)


ბაქტერიოფაგები (ფაგები) (ბერძნ. φάγος — შთანთქმა) — ვირუსები, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი. მათგან ყველაზე სრულად შესწავლილია T4 ბაქტერიოფაგი. ხშირად ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდება და მათ ლიზისს იწვევს.
კატეგორია: ორგანოები | ნანახია: 290 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (1)


რომელი ხალხური საშუალებებით შეიძლება ვებრძოლოთ სტაფილოკოკებს? აღმომაჩნდა ანტიმიკრობული ანტისტაფილოკოკური ანტისხეულები დიდი რაოდენობით. გამოხატული მაქვს თავზე სტაფილოკოკური ფოლიკულიტი.
კატეგორია: დაავადება | ნანახია: 1277 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (5)


მორიელები (Scorpiones), უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.

ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. "იმპერატორი", რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ. მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.




კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 364 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (0)


მორიელი უხერხემლოთა რიგის ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელია და ობობებსა და ტკიპებს ენათესავება. უმთავრესად თბილ ქვეყნებში ბინადრობს, თუმცა მათ ყველგან შეხვდებით გრენლანდიის, ანტარქტიკისა და ახალი ზელანდიის გარდა. მორიელის 500-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. ყველაზე დიდი მორიელი, იმპერატორი, რომელიც გვინეაშია გავრცელებული, სიგრძით 180 მმ-ს აღწევს, ყველაზე პატარას სიგრძე კი 13 მმ-ია. შეფერილობა ღია ყავისფერიდან შავამდე მერყეობს.

კატეგორია: დაავადება | ნანახია: 357 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (1)


დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა ცნობილი. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.
კატეგორია: დაავადება | ნანახია: 289 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (1)


კაცობრიობის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ მკვლელობებს, მოსყიდვას, მოწამვლას. ძველი ბერძნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყოველ საწამლავს თავისი ანტიდოტი აქვს. მაშინდელი ესკულაპები ცდილობდნენ, სხვადასხვა შხამის შერევით შეექმნათ უნივერსალური ანტიდოტი, რომლის მცირე ულუფების სისტემატური მიღება ორგანიზმს ნებისმიერი საწამლავისგან დაიცავდა.

კატეგორია: დაავადება | ნანახია: 571 | დაამატა: MecNiera | თარიღი: 2010-04-17 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 ... 21 22 »
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
დაავადება [33]
განკურნებადი
დაავადება [10]
განუკურნებელი
ვიდეო ოპერაციები [11]
ორგანოები [31]
ბიოგრაფიები [2]
სამკურნალო მცენარეები [69]
ცხოველები [42]
შეკითხვაზე პასუხები [4]
სურათები [2]
მცენარეები [4]
მცენარეთა მოვლა [4]
შესვლის ფორმა
E-mail:
პაროლი:
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია?
სულ პასუხი: 345
BANERLINKS.TK
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
MYTOP.GE TOPS.webatu.com
Copyright MyCorp © 2012